თალიბებმა შვიდი მშვიდობიანი მცხოვრები დახვრიტეს

საქართველო, თბილისი - 12:43 | 12.07.2017
ნანახია: 1118

„თალიბანის“ მებრძოლებმა სამგზავრო ავტობუსი გააჩერეს და შვიდი მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს. შემთხვევა ავღანეთის დასავლეთით ფარაჰის პროვინციაში მოხდა.

პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის თქმით, მებრძოლებმა შვიდივე სამოქალაქო პირი დახვრიტეს.

მათ  მოძრაობა დროებით დაბლოკეს ქალაქების ფარაჰისა და გერათის დამაკავშირებელ გზაზე. თუმცა ძალოვანებმა გზის გახსნა მალევე შეძლეს. უსაფრთხეობის ძალების მიერ ლიკვიდირებულია სულ მცირე ათი თალიბი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე