ავიაციის ისტორიაში უმსხვილესი კატასტროფა თავიდან აიცილეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 12:10 | 12.07.2017
ნანახია: 1383

თანამედროვე ავიაციაში  უმსხვილესი კატასტროფა  იქნა აცილებული სან-ფრანცისკოს აეროპორტში. დისპეტჩერებმა შეძლეს აღეკვეთათ ხუთი თვითმფრინავის შეჯახება. ამის შესახებ ტელეარხი CBC-ი იტყობინება.

ავიაკომპანია Air Canada-ს სამგზავრო თვითმფრინავი შეცდომით ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის ნაცვალდ სამიმოსვლო ბილიკზე ეშვებოდა, სადაც იმ მომენტისთვს კიდევ ოთხი ლაინერი იმყოფებოდა. დისპეტჩერებმა პილოტის შეჩერება დროულად შეძლეს. თვითმფრინავი მეორე მცდელობისას უვნებლად დაეშვა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

„წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა Airbus-სა და ბორტზე მყოფი მგზავრებით ოთხი თვითმფრინავის შეჯახებისას, ეს ყველაფერი საშინელი ტრაგედიით დასრულდებოდა“, - განაცხადა United Airlines-ის წარმომადგენელმა.

აეროპორტის ადმინისტრაცია და ადგილობრივი ხელისუფლება ინციდენტის გარემოებებს სწავლობს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე