მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერად დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 11:47 | 12.07.2017
ნანახია: 988

საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერად დაინიშნა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიხეილ ჯანელიძის დანიშვნით, ხაზი გაესმება საგარეო პრიორიტეტების მნიშვნელობას საქართველოს მომავლის შენების საქმეში

„ეს ყოველთვის იყო კიდეც პრიორიტეტი და ამ დანიშვნით, ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი ჩვენი საგარეო პრიორიტეტების მნიშვნელობას საქართველოს მომავლის შენების საქმეში. ძალიან წარმატებული ნაბიჯები გადადგა მიხეილ ჯანელიძემ. ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით ლომის წილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა. ასევე მიხეილ ჯანელიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში იყო მთავარი მომლაპარაკებელი საქართველოს მხრიდან ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების პროცესში. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ვფიქრობთ, რომ საგარეო მიმართულების პრიორიტეტებში აწევა იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წარმატებით განსახორციელებად“, - განაცხადა კვირიკაშვილმმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე