პირველმა მუსლიმმა ერთნაირსქესიანმა წყვილმა იქორწინა

საქართველო, თბილისი - 11:43 | 12.07.2017
ნანახია: 1184

ჯაიდ ჩოუდჰურმა და შონ როგანმა დიდ ბრიტანეთში იქორწინეს და მთელს მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ შესაძლებელია ერთროულად ჰომოსექსუალიც იყო და მუსლიმიც. ქორწინების ცერემონია ქალაქ უოლსოლში გაიმართა. სავარაუდოდ  ეს მუსლიმი ერთნაირსქესიანების პირველი ქორწინებაა.

მამაკაცები ცერემონიაზე ტრადიციული ისლამური სამოსით მივიდნენ და განაცხადეს, რომ ერთად 2015 წლიდან ცხოვრობენ.

ჯაიდის თქმით, შონმა თანადგომა იმ დროს გაუწია, როდესაც მას სულიერად ძალიან უჭირდა და მომავლის იმედი ჩაუსახა. გაცნობის დღიდან ისინი ერთმანეთს აღარ დაშორებიან.

მისი თქმით, ერთდროულად ჰომოსექსუალობა და მუსლიმობა თავს „თეთრ ყვავად“ აგრძნობინებდა და ხშირად ორიენტაციასა და რწმენას შორის იხლიჩებოდა.

ჯაიდი ცდილობდა თავისი ორიენტაციის უარყოფას და წამლებსაც იღებდა. ის წმინდა ადგილების მოსალოცად საუდის არაბეთსა და ბანგლადეშშიც კი იმყოფებოდა. იმის მიუხედავად, რომ ჩოუდჰურის ოჯახი ცერემონიას არ ესწრებოდა, ჯაიდი მიიჩნევს, რომ ეს ქორწინება მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს მუსლიმებისა და ლგბტ-თემისათვის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე