12 ივლისს პეტრე - პავლობის დღესასწაული აღინიშნება

საქართველო, თბილისი - 11:05 | 12.07.2017
ნანახია: 1122

მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივლისს პეტრე - პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. პეტრე - პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება. სულთმოფენობის დღესასწაული კი, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება.

პეტრე-პავლობის მარხვა, დიდ მარხვასა და ვნების  შვიდეულთან შედარებით, მსუბუქი მარხვაა.

წმინდა პეტრე თორმეტი მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე, ქრისტიანთა ყოფილი  მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური. ისინი თავისი მოციქულეობრივი და  მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს  როგორც „თავთა მოციქულთა“.

ზოგიერთი მოწმობით, პეტრე და პავლე მოციქულები ერთ დღეს აღესრულნენ მოწამეობრივად, იმპერატორ ნერონის დროს 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს. სხვა გადმოცემით კი, პავლეს ერთი წლის შემდეგ მოჰკვეთეს თავი, პეტრეს ჯვარცმის შემდეგ. მათი ხსენების დღესასწაული იმთავითვე დაწესდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე