დამსვენებლებმა დასახრჩობად განწირული ოჯახის გადასარჩენად ცოცხალი ჯაჭვი გააბეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 11:01 | 12.07.2017
ნანახია: 2119

80-მდე ადამიანმა ფლორიდის ერთ-ერთ სანაპიროზე 100 მეტრის სიგრძის ცოცხალი ჯაჭვი გააბა ოჯახის გადასარჩენად, რომელიც დინებამ ნაპირიდან შორს გაიტაცა და იხრჩობოდა. ამის შესახებ ტელეარხი CBS იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, რობერტ ურსრეი ოჯახთან ერთად სანაპიროზე ისვენებდა, რა დროსაც შეამჩნია, რომ მისი ორი ვაჟი მოულოდნელად გაქრა.

დედამ დაინახა, რომ მისი შვილები დინებას ნაპირიდან შორს მიჰყავდა და მათ დასახმარებლად წყალში გადახტა. მას დასახმარებლად კიდევ 6 ადამიანი მიყვა. თუმცა აღმოჩნდა, რომ სტიქიასთან გამკლავებას ვერავინ შეძლებდა.  

დასახრჩობად განწირულების დასახმარებლად დამსვნებლებმა ცოცხალი ჯაჭვი გააბეს, რის შედეგადაც ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა.

ტელეარხის ინფორმაციით, ბავშვების ბებიამ წყალში ინფარქტი გადაიტანა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოჯახის დანარჩენი წევრები არ დაშავებულან.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე