ქობულეთში დაცული ტერიტორიების ახალი ოფისი იხსნება
საქართველო, თბილისი - 10:36 | 12.07.2017 ნანახია: 147313 ივლისს, ქობულეთში, კინტრიშისა და და ქობულეთის დაცული ტერიტორიების ახალი ოფისი გაიხსნება. შენობა ვიზიტორთა ცენტრს, მუზეუმის საგამოფენო სივრცეს, 4 სასტუმრო ნომერსა და კაფეტერიას აერთიანებს.
ვიზიტორთა ცენტრი მნიშვნელოვანია ქობულეთის და აჭარის ზღვისპირეთის სტუმრების ინფორმირებისთვის და მთიანი აჭარით დაინტერესებისთვის. აღსანიშნავია, რომ დღეს, ტურისტებისთვის აჭარა ძირითადად ზღვის კურორტს წარმოადგენს, მაშინ როდესაც ამ რეგიონს მრავალმხრივი ტურისტული პოტენციალი აქვს. ვიზიტორთა ცენტრის საშუალებით მოხდება ტურისტების ნაკადების აჭარის სოფლებისკენ მიმართვა (დაცული ტერიტორიების მიმდებარე მუნიციპალიტეტები). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა დინამიკაში, ყოველწლიურად იზრდება.
სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა, 26%-ით გაიზარდა (2016-236 449; 2017-298 567). ასევე, 32%-ით გაზრდილია დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი (2016-77 852; -2017-102 471). 2017 წელს დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან ეწვია. 2017 წელს, 6 თვის განმავლობაში, 2016 წლის 6 თვესთან შედარებით, ტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები 30%-ით გაიზარდა. ამასთანავე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა დაცული ტერიტორიების მიმდებარე მუნიციპალიტეტებში არსებული ბიზნეს ინფრასტრუქტურა და დასაქმებულთა რაოდენობა. რაც შეეხება უშუალოდ კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორთა სტატისტიკა აქაც მზარდია. 2016 წელს, კინტრიშის ეროვნულ ნაკრძალში ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 36%-ით, ხოლო ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე 5%-ით გაიზარდა.
რეგიონში დაცული ტერიტორიების შექმნა არა მარტო ბუნების დაცვას, არამედ ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას გულისხმობს და პირდაპირ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.
ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები გამორჩეული და უნიკალურია. ქობულეთის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო მნიშვნელობის, უნიკალური, რამსარის კონვენციით აღიარებული ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მიზნით 1998 წელს შეიქმნა. დღეისათვის, ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე 3 ტურისტული მარშრუტია მოწყობილი. კინტრიშის დაცული ლანდშაფტი კი ტყეებისა და ენდემური სახეობების, ფლორისა და ფაუნის დაცვის მიზნით დაარსდა. გამორჩეულია ამ ტერიტორიაზე არსებული ათასწლოვანი უთხოვარის ხეები. კინტრიშს განსაკუთრებულ ელფერს, ეთნოგრაფიული სახლები სძენს. ასევე, კინტრიშის და მაჭახელას დაცულ ტერიტორიებზე შემორჩენილია ისტორიული, ულამაზესი თამარის თაღოვანი ხიდები, რომლებიც ბოლო წლებში, ტურისტებისთვის მიმზიდველ ლოკაციად იქცა.
შენობა კოლხეთის განვითარების ფონდის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და მოეწყო. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, პარლამენტის და აჭარის მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა