,,ტრანსგენდერებსაც უყვართ ღმერთი'' - ანგლიკანური ეკლესიის სინოდის წევრი

საქართველო, თბილისი - 18:21 | 11.07.2017
ნანახია: 1375

ანგლიკანური ეკლესია ტრანსგენდერების საეკლესიო ცხოვრებაში აქტიური ჩართვის მომხრეა, ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ანგლიკანური ეკლესიის გენერალურმა სინოდმა სხდომაზე 284 ხმით 78-ის წინააღმდეგ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც ტრანსგენდერებს ანგლიკანური ეკლესია სპეციალურ წინადადებებს შესთავაზებს, რათა მათ საეკლესიო ცხოვრებაში მონაწილეობა შეძლონ.

ანგლიკანური ეკლესიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ტრანსგენდერებმა, ისევე როგორც ჰეტეროსექსუალებმა, უნდა შეძლონ საეკლესიო ცხოვრებაში ჩართვა და მონაწილეობა. 

,,ჩვენ გვინდა განვაცხადოთ, რომ ტრანსგენდერებსაც უყვართ ღმერთი", - აცხადებს ანგლიკანური ეკლესიის სინოდის წევრი კრის ნიულენდსი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე