ილოცეთ ჩვენზე - ადა მარშანია

საქართველო, თბილისი - 18:12 | 11.07.2017
ნანახია: 2305

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ მოსკოვის დროით 15:00 საათზე პარტიის წევრები რუს დეპუტატებს შეხვდებიან.

დეპუტატი ხალხს მოუწოდებს, ილოცონ მათთვის.

"მოსკოვის დროით, 15:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში იწყება პატრიოტთა ალიანსის დელაგაციის შეხვედრა რუს დეპუტატებთან. 
ილოცეთ ჩვენზე", - წერს ადა მარშანია.

ცნობისთვის, საპარლამენტო ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატებთან შესახვედრად მოსკოვში გაემგზავრნენ.

პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, შეხვედრის მიზანი რუსეთთან რეალური დიალოგის დაწყებაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე