პრეზიდენტის სასახლეში საბერძნეთის ელჩის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 17:29 | 11.07.2017
ნანახია: 988

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დღეს საქართველოში საბერძნეთის ელჩმა დიმიტრიოს კარაბალისმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობა და ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე