ვივიენ ლის პირად ნივთებს აუქციონზე გაყიდიან

საქართველო, თბილისი - 16:46 | 11.07.2017
ნანახია: 2109

ინგლისელი მსახიობის ვივიენ ლის პირად ნივთებს Sotheby’s-ის აუქციონზე გაყიდიან.

ლოტებს შორის არის სამკაული, ნახატები, ავეჯი, წიგნები და აქსესუარები.  

აუქციონზე ასევე გამოიტანენ ვივიენ ლის მეორე ქმრის ლოურენს ოლივიეს ოქროს ბეჭედს. აუქციონი 26 სექტემბერს გაიმართება.

 „მისი გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ ეს აუქციონი კარს გახსნის ვივიენის პირადი სამყაროსკენ, რაც საშუალებას მოგვცემს დავინახოთ მისი შეხედულება სამყაროზე, რომელიც ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მისი მეგობრებისთვის“, - განაცხადა Sotheby’s-ის ხელმძღვანელმა ჰარი დალმენიმ.

2015 წელს აუქციონზე გამოიტანეს კაბა, რომელიც მსახიობს ფილმში „ქარწაღებულნი“ სკარლეტ ოჰარას როლის შესრულებისას ეცვა. კაბა 137 ათას დოლარდ გაიყიდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე