ხელისუფლება გვეთამაშება დამალობანას - დავით ბაქრაძე

საქართველო, თბილისი - 16:38 | 11.07.2017
ნანახია: 1919

ეს ყველაფერი სინამდვილეში არის გამოსვლის მცდელობები იმ ჩიხიდან, რომელშიც ,,ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი შეიყვანა, - აცხადებს ,,ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

,,ხელისუფლება გვეთამაშება სრულიად გაუგებარ დამალობანას. ერთის მხრივ ვენეციის კომისიას ეუბნებიან, რომ არის რაღაცა ერთი საკითხი, რასაც დათმობენ, მაგრამ ამას არ ეუბნება არც ოპოზიციას და არც ქართულ საზოგადოებას. ერთის მხრივ მოგვიწოდებს დიალოგისკენ და ამის პარალელურად აქვე ამბგობს, რომ დიალოგი ვერ შედგება იმიტომ, რომ თურმე შიდა შეთანხმებას ვერ დაარღვევენ გუნდის შიგნით. ოპოზიციის მოთხოვნა არის სრულიად გასაგები და მარტივი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. თავიდანვე, ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შემდეგი არჩევნებიდან და არსებობს მარტივი ტესტი დიალოგის მზადყოფნის. თუ ხელისუფლება დააბრუნებს კონსტიტუციის პროექტს მეორე მოსმენამდე, ეს ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია დავსხდეთ და შინაარსობრივად ვიმსჯელოთ. თუ ხელისუფლება ტოვებს კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენაზე, ეს არის მხოლოდ რედაქციული ცვლილებები და საუბარი იმაზე მძიმე ჩავამატოთ თუ ძახილისნიშანი ეს პოლიტიკური კონსულტაცვიების და კონსესუსის თემა ნამდვილად  ვერ იქნება, ამიტომ ტესტი არის მარტივი - თუ რამისთვის მზად არიან და რაიმე ტიპის შეთანხმება უნდათ დააბრუნონ მეორე მოსმენაზე, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. დიალოგისთვის რა თქმა უნდა მზად ვართ,’’ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე