იაპონიაში წყალდიდობას 25 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 16:26 | 11.07.2017
ნანახია: 1085

იაპონიის კუნძულ კიუსიუზე წყალდიდობას 25 ადამიანი ემსხვერპლა.

კიდევ 25 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ამის გარდა 100-ზე მეტი მცხოვრები წყლისგან მოწყვეტილ ზონაშია დარჩენილი.

იაპონიის მინისტრთა კაბინეტი მდივნის თქმით, ამ დროისათვის სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

გადაუღებელი წვიმებისგან გამოწვული წყალდიდობა იაპონიაში 6 ივლისს დაიწყო. სტიქიამ ინფრასტრუქტურის მრავალრიცხოვანი ობიექტები დაანგრია, დააზიანა საავტომობილო გზები და შეაჩერა სარკინიგზო მიმოსვლა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე