პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, ზოგადად სცილდება კომენტირების ზღვარს - ეკა მიშველაძე

საქართველო, თბილისი - 16:13 | 11.07.2017
ნანახია: 1494

პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს პასუხობს და აცხადებს, რომ ამ განცხადებების საფუძველზე, იქმნება საფრთხე, რომ მმართველი გუნდი გახდეს საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი.

„განცხადებები იმის თაობაზე, რაც ისმის ბოლო დროს, რომ უშიშროების საბჭოს არ ეხება ოკუპაცია, რომ კონსტიტუციის განხილვა არ ეხება ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს და კონსტიტუციის გარანტს, ჩვენი აზრით, ზოგადად სცილდება კომენტირების ზღვარსაც კი. ასეთ ვითარებაში პრეზიდენტი კი არ არის იზოლაციაში, არამედ მმართველი გუნდი აღმოჩნდა იზოლაციაში და ასევე, სამწუხაროდ, ამ განცხადებების საფუძველზე იქმნება საფრთხე, რომ მმართველი გუნდი გახდეს საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი“ - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე