ანატოლი ბიბილოვი მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 14:20 | 11.07.2017
ნანახია: 1614

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურამ რუსეთის პროკურატურას საქართველოს იმ მოქალაქეების ნუსხა გადასცა, რომლებსაც რეგიონში 2008 წელს „სამხედრო დანაშაულის ჩადენაში“ ადანაშაულებს.

ნუსხაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სამხედრო მოსამსახურეები არიან. სიაში სულ 76 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია ТАСС-ს სამხრეთ ოსეთის  დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვიზიტისას გააცნო.

„სამხრეთ ოსეთის გენპროკურატურამ რუსეთის გენერალურ პროკურატურას გადასცა ადამიანთა ნუსხა, საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად. მასში მიხეილ სააკაშვილი და სხვა სამხედრო პირებიც მოხვდნენ, რომლებიც ადამიანთა მკვლელობაშ არიან ეჭვმიტანილნი“, - განაცხადა ბიბილოვმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე