ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 16:56 | 10.07.2017
ნანახია: 1152

10 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.3949 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3966 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.17 თეთრი შეადგინა.                              

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7280 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7352 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.72 თეთრი შეადგინა.   

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6639 ლარს შეადგენს, ხოლო  გაუფასურდა ფუნტი და 3.0837 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 ივლისიდან  შევა ძალაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე