ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს

საქართველო, თბილისი - 16:52 | 10.07.2017
ნანახია: 1306

ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს, - აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის 41-ე კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. 

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადებით, დღევანდელ სესიაზე გადაწყდა ორივე ტაძრის - ბაგრატისა და გელათის საკითხი. 

„დღეს, ერთ სესიაზე გადაწყდა ორივე ტაძრის - ბაგრატის და გელათის ამბავი. ბაგრატიც და გელათიც, რომლებიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ერთ ნომინაციაში იყვნენ შეყვანილნი, 2010 წელს გადაიყვანეს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში. ამ სესიაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო საზღვრების მოდიფიკაცია, რაც თავისთავში გულისხმობს, რომ გელათი დარჩა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, ხოლო ბაგრატი აღარ არის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. კომიტეტის ყველა წევრმა ერთხმად აღიარა და ერთხმად განაცხადა, რომ ბაგრატის ტაძარმა, ჩატარებული რესკონსტრუქციის შემდეგ, დაკარგა ზოგადსაკაცობრიო ღირებულება. ჩვენ აღარ ვაპირებთ ამ თემაზე მუშაობის გაგრძელებას, პრობლემებს უკან ვტოვებთ და ახალი ფურცლიდან ვიწყებთ ყველაფერს", - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე