საოკუპაციო ზოლის გადმოწევის პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს - ზურაბ აბაშიძე

საქართველო, თბილისი - 16:28 | 10.07.2017
ნანახია: 1744

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საოკუპაციო ზოლის გადმოწევის პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს.

მისივე თქმით, ევროპელ დიპლომატებთან და გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და რუსული მცოცავი ოკუპაცია იყო.

“ვისაუბრეთ იმ სირთულეებზე, რომლებიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ხაზზე, მათ შორის ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებზე, სოფელბერშუეთთან. ამ თემაზე იყო საკმაოდ დეტალური საუბარი. რაც შეეხება პრაღის ფორმატს, ითქვა რომ სავაჭრო ურთიერთობები გარკვეული ჰუმანიტარული ურთიერთობები აღდგა რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ურთიერთობები არ აისახა რუსეთის პოლიტიკაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ.

ზოგადად, იმას, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, აქვს ასეთი ერთ-ერთი მიზანი, რომ აიძულოს ქართული მხარე დაიწყოს საუბარი, ოსეთის დე ფაქტი ხელისუფლებასთან, ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ჩვენ ვერანაირად ვერ დავიწყებთ დე ფატო ხელისუფლებასთან ამაზე რაიმე სახის მოლაპარაკებებს. ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რომ მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენი მხრიდან, საერთაშორისო საზოგადოების, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ზეწოლით, ეს პროცესი შეჩერდეს,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე