თურქეთში გიულენთან კავშირისთვის 43 ეჭვმიტანილი დააპატიმრეს

საქართველო, თბილისი - 16:23 | 10.07.2017
ნანახია: 965

ანკარის პროკურატურამ ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირისთვის 43 ეჭვმიტანილი დააკავა. მათ შორის არიან მთავრობის აპარატის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები.
ყველა მათგანი პროგრამა ByLock-ის მომხმარებელია, რომელსაც თურქეთის ხელისუფლების ვერსიით, გიულენის ორგანიზაციის წევრები დაშიფრული შეტყობინების გაგზავნაში იყენებენ.

თურქეთის ხელისუფლება გიულენს 2016 წლის 15-16 ივლისის გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ და აშშ-ის მის ექსტრადიციას სთხოვენ. თავად  გიულენი ამბოხთან კავშირს უარყოფს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე