არნოლდ შვარცნეგერი უქმეებს შეყვარებულთან ერთად ატარებს

საქართველო, თბილისი - 16:08 | 10.07.2017
ნანახია: 1257

არნოლდ შვარცნეგერი და მისი შეყვარებული ჰიზერ მილიგანი სანტა-მონიკაში ვესლოსიპედებით სეირნობისას დააფიქსირეს.

პაპარაცებმა აღნიშნეს, რომ ორივე ბედნიერი ჩანდა და ზაფხული თბილი დღით ტკბებოდა. ისინი ერთად უკვე ოთხი წელია არიან.

მანამდე შვარცნეგერი დაქორწინებული იყო ჟურნალისტ მარია შრაივერზე. ისინი ერთმანეთს 25-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ.

მათ ოთხი საერთო შვილი ჰყავთ. არნოლდს კიდევ ერთი ვაჟი ჰყავს ქორწინების გარეშე, რომელიც მას შინამოსამსახურემ გაუჩინა.

ყველაფრის  მიუხედავად მარიას ყოფილ ქმართან მეგობრული ურთიერთობა აქვს. ცოტა ხნის წინ მთელი ოჯახი კეტრინ შვარცნეგერის დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე