პეტრო პოროშენკო თბილისში დაგეგმილ საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმს დაესწრება

საქართველო, თბილისი - 15:56 | 10.07.2017
ნანახია: 950

18 ივლისს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში"  საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმი გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ-ნი გიორგი კვირიკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გენადი ჩიჟიკოვი გაიხსნიან.  ბიზნეს-ფორუმის მიზანი საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარებაა.

ფორუმის პირველ ნაწილში დაგეგმილია პრეზენტაციები საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ტურისტული პოტენციალის, ქართულ-უკრაინული თანამშრომლობის პერსპექტივებისა და საპარტნიორო ფონდის პროექტების შესახებ.

ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართება ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართული და უკრაინული კომპანიების  წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მოლაპარაკებები გამართონ  სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

უკრაინის ბიზნეს-დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: მეწარმე სუბიექტების საქმიანობის ხელშემწყობი ორგანიზაციები, პარფიუმერიისა და კოსმეტიკური საშუალებების წარმოება, დიეტური კვება, ფარმაცევტიკა, შესაფუთი მასალები, მარცვლეულის გადამუშავება და ექსპორტი, სამშენებლო, სამხედრო ტექნიკის წარმოება, ელექტრო, სატვირთო, ამწეებისა და  ფოლადის წარმოება, შავი და ფერადი ლითონის წარმოება და სხვ.

ფორუმში და ბიზნესის ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდის საშუალებით: www.gcci.ge

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე