10 - 16 ივლისს საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

საქართველო, თბილისი - 15:35 | 10.07.2017
ნანახია: 1444

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ცალკეულ რაიონში  10 დან 16 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

16 ივლისს კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +36 გრადუსს მიაღწევს.

„10 - 16 ივლისს საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 16 ივლისს +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს”, - წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე