ბორტზე ოჯახური ჩხუბის გამო თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება განახორციელა

საქართველო, თბილისი - 15:24 | 10.07.2017
ნანახია: 1005

ბრიტანულმა დაბალბიუჯეტიანმა სამგზავრო ლაინერმა Jet2.com, რომელიც ლონდონიდან ესპანეთის კუნძულ გრან-კანარიაზე მიფრინავდა, ბორტზე  მგზავრების ჩხუბის გამო საგანგებო დაშვება განახორციელა.

ჩხუბისთავები ცოლ და ქმარი აღმოჩნდნენ, რომლებმაც ურთიერთობის გარკვევა აფრენისთანავე გადაწყვიტეს.

სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. გავეშებული წყვილის გაშველება ბორტგამცილებლებმა და სხა მგზავრებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

მომხდარის გამო ეკიპაჟმა პორტუგალიის ერთ-ერთ აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა, სადაც ცოლ-ქმარს  პოლიციელები უკვე ელოდნენ.

წყვილი რეისიდან მოხსნეს და ბრიტანული ავიაკომპანიის შავ სიაში შეიყვანეს.

ამის გარდა ავიაკომპანია ცოლ-ქმრის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილსაც აპირებს, რათა რეისის შეყოვნებისთვის კომპენსაცია მიიღოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე