მეხის დაცემის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 14:20 | 10.07.2017
ნანახია: 977

ინდოეთის ჩრდილოეთით მეხის დაცემის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ინციდენტი ბიჰარის შტატში დაფიქისრდა.
მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი.

ინდეოთში მეხის დაცემის შედეგად სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია. შემთხვევების უმეტესობა წვიმების სეზონზე ხდება. გასულ წელს ბიჰარში ერთი დღე-ღამის განმავლობაში მეხს 56 ადამიანი ემსხვერპლა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე