აფგან მუხტარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 14:15 | 10.07.2017
ნანახია: 1276

აფგან მუხტალის ადვოკატის, ელჩინ სადიგოვის განცხადებით, ჟურნალისტს სათანადო სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

როგორც საზოგადოებრივი წერს, სადიგოვმა მუხტარლი ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.

"ციხეში, არ არის მკურნალობისთვის საჭირო სათანადო პირობები შექმნილი, რის გამოც აფგან მუხტარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. გარდა ამისა, არ არის სათანადო კვება, ცხელი საჭმელი, რის გამოც მუდმივად მუცლის ტკივილები აქვს. არც მაცივარშია თავისუფალი ადგილი საკვების შესანახად. აფგან მუხტარლის არ აძლევენ უფლებას ტელეფონით დაელაპარაკოს საკუთარი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში არიან", - აცხადებს დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე