თურქეთში პოლიციის პოსტს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 13:29 | 10.07.2017
ნანახია: 1028

ორი პოლიციელი დაიღუპა და ერთი დაიჭრა თურქეთში ჰათაის პროვინციაში პოლიციის პოსტზე თავდასხმისას.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმის შედეგად სამი პოლიციელი დაიჭრა, რომელთაგან ორი საავადმყოფოში გარდაიცვალა. რიაონში, სადაც ინციდენტი მოხდა, თავდამსხმელების ნეიტრალიზაციისათვის სპეცოპერცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თავდასხმასთან კავშირში ქურთების მუშათა პარტიის წევრები არიან.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე