გერმანული კონტიგენტი ინჯირლიკის ბაზას ტოვებს

საქართველო, თბილისი - 11:14 | 10.07.2017
ნანახია: 1085

ინჯირლიკის ავიაბაზიდან  გერმანული სამხედრო კონტიგენტის გაყვანა დაიწყო.   გამოცემა „შპიგელის“ ინფორმაციით,  ბაზას  გერმანული ბომბდამშენები ივლისის  ბოლოს დატოვებენ. 

სამხედრო ტექნიკის გაყვანის გადაყწვეტილება გერმანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც თურქეთის საკანონმდებლო ორგანომ გერმანელ დეპუტატებს  ბაზაზე  ვიზიტი აუკრძალა.

ეს გადაწყვეტილება ანკარაში ბერლინის პოზიციით ახსნეს. თურქეთის მთავრობაში  აცხადებენ, რომ გერმანიის  მთავრობის წევრები თურქეთისთვის სამხედრო გადატრიალების  მცდელობაში ეჭვმიტანილების გადაცემაზე უარს ამბობენ. გარდა ამისა, ანკარა  ბერლინს  ქურთების მუშათა  პარტიის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე