ფოთის ბაზრობის ერთ-ერთმა დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა

საქართველო, თბილისი - 11:11 | 10.07.2017
ნანახია: 1081

ფოთის ბაზრობის ერთ-ერთმა დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა. 40 წლამდე ქალმა ბასრი საგნით ვენები გადაიჭრა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ფოთის ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ხანძარი ფოთის ბაზრობაზე დღეს დილით გაჩნდა.

ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე განთავსებულია 50-მდე მაღაზია და 144-მდე დახლი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე