კალიფორნიაში ხანძარი მძვინვარებს

საქართველო, თბილისი - 10:57 | 10.07.2017
ნანახია: 1037

ამერიკის კალიფორნიის ტყეში გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა 8 ათასამდე ადამიანს  საცხოვრებელი სახლების დატოვება აიძულა.

„ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, 4 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ქალაქ საკრამენტოსთან ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტიდან, კიდევ 7,4 ათასამდე მცხოვრები საშიშროების შემთხვევაში ასევე  მზად არის დატოვოს  თავისი საცხოვრებელი ადგილი.

სამხრეთ კალიფორნიიდან ხანძრის გამო ევაკუირებულია 3,6 ათასამდე ადამიანი, ამის გარდა მანამდე 150-მდე ადამიანი, მათ შორის 90 ბავშვი, გამაჯანსაღებელ ბანაკში იყო ბლოკირებული.

სააგენტოს ცნობით, ხანძარი შაბათს სანტა ბარბარას ოლქში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ხანძარი კონტროლს არ ექვემდებარება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე