ლონდონში ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციის 50 წლის იუბილე იზეიმეს

საქართველო, თბილისი - 17:58 | 09.07.2017
ნანახია: 1157

ლონდონში ტრადიციული გეი აღლუმი გაიმართა. მხიარულ და ფერად ღონისძიებას გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქმა ორმოცდამეხუთედ უმასპინძლა.

აღლუმის მონაწილეებმა ინგლისსა და უელსში ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციის 50 წლის იუბილე იზეიმეს.

ღონისძიებას დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის თავკაცი სადიქ ხანი და გაერთიანებული სამეფოს განათლების მინისტრი ჯასტინ გრინინგი ეწსრებოდნენ.

საღამოს ცისარტყელას ფერებში ყველა შენობა განათდა. ამავე დღეს ცისარტყელას ფერებში შეღებეს რამდენიმე მეტროსადგურიც.

პირველი გეი აღლუმი ლონდონში 1972 წელს გაიმართა. მაშინ ღონისძიებას სულ 2000 ადამიანი დაესწრო, წელს კი ღონისძიებას 1 მილიონი მონაწილე ჰყავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე