,,პოლიციელები ქართულ ცეკვას უკრძალავენ ბავშვებს" - რა მოხდა ბათუმის ბულვარში (სკანდალური ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 17:53 | 09.07.2017
ნანახია: 1358

ინტერნეტმომხმარებელი ნინული ქავთარაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

"მივმართავ ქალაქ ბათუმის მერიას და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას! ნახეთ რა ხდება ბათუმის ბულვარში, სადაც დაცვის პოლიციელები ქართულ ცეკვას უკრძალავენ ბავშვებს. მიზეზს არ ხსნიან, იმიტომ რომ ასე უნდათ. სინამდვილეში მთელ ბათუმში ისმის თურქული და ირანული მუსიკები! თურმე თურქეთის საელჩოს არ მოსწონს და ხელს უშლის ქართული მუსიკა და ცეკვა, რომელიც იქვეა 30 მეტრში. დაფიქსირდა, ხელი შეუშალეს საელჩოს ქართული დაცვის პოლიციის წარმომადგენლებმა, ისე რომ მათ პატრულიც არ გამოიძახეს! გთხოვთ გააზიაროთ ყველამ, რათა გავრცელდეს თურქულ-ქართული სპეცსამსახურების კოჰაბიტაციის მონახაზი!!!“ - წერს ნინული ქავთარაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე