ჰამბურგში არეულობები გრძელდება

საქართველო, თბილისი - 14:48 | 07.07.2017
ნანახია: 1173

ჰამბურგში ანტიგლობალისტებმა, რომლებიც  „დიდი ოცეულის“ სამიტის გამართვას აპროტესტებენ, წესრიგის დამცველების წინააღმდეგ  ქვებისა და ბოთლების სროლის შემდეგ  პოლიციის ვერტმფრენზე იერიში სასიგნალო რაკეტებით მიიტანეს.

ამის გარდა, დემონსტრატებმა მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს საპატრულო ავტომობილს. თავდასხმის მომენტში მანქანაში პოლიციელები არ იმყოფებოდნენ.

მომიტინგეები ასევე ქუჩების ბლოკირებას და ბარიკადების აღმართვას ცდილობენ, პოლიციაში აღნიშნავენ რომ უწესრიგობების მონაწილეეები დაყოფილნი არიან 100-კაციან ჯგუფებად და ირგანიზებულად მოქმედებენ.

„დიდი ოცეულის“ სამიტი ჰამბურგში დღეს იწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე