ქმრისა და ოთხი შვილის მკვლელს ბრალი წაუყენეს

საქართველო, თბილისი - 14:08 | 07.07.2017
ნანახია: 1208

აშშ-ის ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა ქალს, რომელმაც ქმარი და ოთხი შვილი მოკლა. ინციდენტი ჯორჯიის შტატში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი ბავშვი და მამაკაცი ცხედრები სამრთალდამცველებმა ატლანტის გარეუბანში მდებარე სახლში აღმოაჩინეს. კიდევ ერთი ბავშვი სერიოზული ჭრილობებით საავადმყოფოშ გადაიყვანეს. პოლიციამ ბავშვების დედა დააკავა.

პრესის ინფორმაციით, ჯორჯიის შტატის ხელისუფლებამ 33 წლის ქალს ხუთი ადამიანის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ცხრა წლის გოგონა ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება, მისი მდგომარეობა მძიმეა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე