სასამართლომ მიხეილ თათრიშვილი გაამართლა

საქართველო, თბილისი - 13:56 | 07.07.2017
ნანახია: 1144

დღეს, მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებული, მიხეილ თათრიშვილი გაამართლა.

6 ივლისს სასამართლო პროცესზე მოსამართლემ მხარეების დასკვნითი სიტყვები მოისმინა, ასევე საბოლოო სიტყვა ბრალდებულმა მიხეილ თათრიშვილმა წარმოთქვა.

მიხეილ თათრიშვილი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ 27 ივნისს გათავისუფლდა. მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 10 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის და სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარი მიხეილ თათრიშვილი 17 მარტს დააკავეს. მას 18 აბი "სუბოტექსის" შეძენა-შენახვაში ედებოდა ბრალი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე