ტერაქტს 10 ეგვიპტელი სამხედრო ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:53 | 07.07.2017
ნანახია: 1131

ათი ეგვიპტელი სამხედრო დაიღუპა სინაის ნახევარკუნძულზე მომხდარი ტერაქტის შედეგად. ამის შესახებ ტელეარხი Sky News Arabia იუწყება.
ტელეარხის მონაცემებით, მებრძოლები თავს დაესხნენ ღაზას სექტორთან ახლოს მდებარე ქალაქ რაფაჰს, ელ-ბარასის რაიონში. მბრძოლებთან შეტაკებისას ასევე დაიღუპა ეგვიპტის სპეცრაზმის პოლკოვნიკი.

ეგვიპტე უკვე სამი წელია ანტიტერორისტულ ოპერაციას აწარმოებს სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, სადაც ძნელადმისადგომ რაიონებში ექსტრემისტული დაჯგუფებები ჩამოყალიბდნენ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე