დანით შეიარაღებული მამაკაცი Trump Tower-ში შეღწევას ცდილობდა

საქართველო, თბილისი - 12:21 | 07.07.2017
ნანახია: 1119

დანით შეიარაღებული მამაკაცი ნიუ-იორკის Trump Tower-ში შეღწევის მცდელობისას დააკავეს. ამის შესახებ New York Daily News-ი იტყობინება, მამაკაცს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა.

გამოცემის ცნობით, 52 წლის ადამს ბენიტეზი შენობაში შესვლის დროს საიდუმლო სამსახურის აგენტებმა გააჩერეს. მამაკაცმა განაცხდა, რომ სენატორი იყო და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქალიშვილთან - ივანკასთან შეხვედრა სურდა.

ჩხრეკისას მამაკაცს ორი დანა და პირადობის ყალბი მოწმობა აღმოაჩინეს.

პოლიციის თქმით, დაკავებული მამაკაცი საავადმყოფოში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესამოწმებლად გადაიყვანეს. მას ასევე წაუყენეს ბრალი იარაღისა და ყალბი დოკუმენტების შენახვისთვის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე