როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში

საქართველო, თბილისი - 12:13 | 07.07.2017
ნანახია: 1168

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ივლისს საქართველოში ნარჩუნდება გრილი და წვიმიანი ამინდი. ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ძლიერი წვიმა. დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი.

8 ივლისს დილიდან შედარებით გამოიდარებს, იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

8 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი ძლიერი ნალექების გამო, მდინარეებზე ნარჩუნდება წყალმოვარდნების საშიშროება.

შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების განვითარება.

9 ივლისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 10 ივლისს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე