გუანტანამოს ყოფილ პატიმარს 8,1 მლნ დოლარის კომპენსაცია გადაუხადეს

საქართველო, თბილისი - 11:50 | 07.07.2017
ნანახია: 1358

კანადის ხელისუფლებამ გუანტანამოს ციხის ყოფილ პატიმარს ომარ ჰარდს  მიყენებული ზიანის კომპენსაცია -  8,1 მლნ დოლარი გადუხადა.

პრესის ინფორმაციით, ჰარდი რომელიც კანადის მოქლაქეა,  ამერიკულმა სპეცრაზმმა ავღანეთში დააკავა და გუანტანამოს ციხეში 2002 წელს გადაიყვანა. ის ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ყუმბარების გამოყენებაში დაადანაშაულეს. ის გუანტანამოს ყველაზე ახალგაზრდა პატიმარი გახდა, რადგან ციხეში 15 წლის ასაკში მოხვდა.

2010 წლის სასამართლო განხილვაზე აღიარა,  ჯარისკაცებზე თავდასხმა. 2012 წელს კანადაში ჰარდის დეპორტაცია მოახდინეს.

ჰარდის ადვოკატებმა 2004 წელს კანადის ხელისუფლება საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ კანადამ თავისი მოქალაქის უფლებები არ დაიცვა.

2010 წელს კანადის უმაღლესმა სასამართლომ ფედერალური ხელისუფელბის ქმედება დანაშაულებრივად აღიარა. სასამართლოს მტკიცებით, ავღანეთში ჰარდის დაკითხვისას დაირღვა კანადის საბაზისო სტანდარტები არასრულწლოვანი პატიმრების მიმართ.

ომარ ჰარდი კანადის ქალაქ ტორონტოში დაიბადა, ბავშვობის უდიდესი ნაწილი კი პაკისტანსა და ავღანეთში გაატარა, დაპატიმრებიდან ერთი წლის შემდგე ჰარდის მამა, რომელიც „ალ-ქაიდას“ ფინანსისტი იყო, პაკისტანში ანტიტერორიტსული ოპერაციის დროს მოკლეს.







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე