საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მინსკში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველო, თბილისი - 11:49 | 07.07.2017
ნანახია: 1007

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ და დელეგაციის წევრებმა, მინსკში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართეს.

უკრაინის, გერმანიის და პორტუგალიის დელეგაციების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე ქართველი კანონმდებლებმა როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, ასევე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და საერთაშორისო მხარდაჭერის მიმართულებებზე ისაუბრეს. 

სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი: „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებშისაქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებთან საინტერესო შეხვედრებიგავმართეთ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის ახალ და საინტერესო გეგმებზე, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი მხარდაჭერის საკითხებზემსჯელობას დაეთმო გერმანიის დელეგაციასთან გამართული შეხვედრა. თანამშრომლობის გაღრმავებისსფეროები მიმოვიხილეთ და დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. უკრაინის საპარლამენტო დელეგაციასთან საერთო ინტერესები და გამოწვევები, როგორიცაა ევროატლანტიკურისწრაფვა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ქვეყნის დემოკრატიული რეფორმები, განვიხილეთ. დავსახეთთანამშრომლობის ახალი მიზნები და მათი განხორციელების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ“.

რაც შეეხება პორტუგალიის დელეგაციის ხელმძღვანელთან შეხვედრას, სოფიო ქაცარავამ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ურთიერთობების განსხვავებულ მიდგომებზე ისაუბრა და მისი შინაარსობრივი ნაწილი წარმოადგინა.

„ჩვენი ყველა შეხვედრის მიზანია გავზარდოთ საქართველოს როლი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისფარგლებში, გავაძლიეროთ ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან, დავიცვათ ასამბლეის მიერ აღიარებულიპრინციპები და ვიზრუნოთ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე