ირმა ინაშვილი თეა სირაძეს პარლამენტში სამსახურს სთავაზობს

საქართველო, თბილისი - 11:00 | 07.07.2017
ნანახია: 1168

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ირმა ინაშვილი პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ თეა სირაძეს პარლამენტში სამსახურს სთავაზობს.

„უბედნიერესი ვარ. თეა სირაძე შეწყალებულია. დიდი მადლობა პრეზიდეტს, დიდი მადლობა შეწყალების კომისიას, დიდი მადლობა ფიქრია ჩიხრაძეს, ეკა მიშველაძეს, ანა დოლიძეს, ჩვენს საზოგადოებას, რომელიც მხარს უჭერდა თეას. ის 2 საათის წინ გათავისუფლდა. როგორც დავპირდი, თეა სირაძეს ვთავაზობ: იმუშაოს პარლამენტში და გახდეს ჩემი თანაშემწე პატიმარ ქალთა უფლებების დაცვის საკითხში“,- წერს ინაშვილი facebook-ის პირად გვერდზე.

6 ინლისს საქართველოს პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, თეა სირაძეც იყო.

4 შვილის დედა 2010 წელს, თბილისში დააკავეს. მას ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ედებოდა ბრალი. 2015 წლის მარტში სასამართლომ ახალგაზრდა ქალი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით,  28 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თავად თეა სირაძის მტკიცებით, ის  5 ინდოელი მამაკაცის ცემის გამო გაასამართლეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე