საბავშო ბაღებში რეგისტრაცია დღეს იწყება

საქართველო, თბილისი - 08:38 | 07.07.2017
ნანახია: 1463

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დღეიდან რეგისტრაცია დაიწყება. სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე სპეციალური ფორმების შევსების საშუალება მშობლებს დღის პირველი საათიდან ექნებათ.

მსურველებს პატარების დარეგისტრირება ელექტრონულად, ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე kids.org.ge 13:00 საათიდან შეეძლებათ.

პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები. რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 14 ივლისს 13:00 საათზე და რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. 

ბაღების მართვის საეგნტოში განმარტავენ, რომ წელს თავისუფალი ადგილების რაოდენობა უპრეცენდენტოდ მაღალია. ვაკანტური ადგილების რიცხვი 13 000- მდეა. სააგენტოს დირექტორი ამის მიზეზად დამატებით ახალი ბაღების მშენებლობასა და სექტემბრიდან მათ ამოქმდებეას ასახელებს. 

რაც შეეხება იმ ბავშვებს, ვისი მშობელიც დარეგისტრირებას ვერ მოასწრებენ, სექტემბერში ბაღებში არსებული სათათბირო ორგანოების საშუალებით, თავისუფალ ადგილებზე გადანაწილდებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე