71.3% კონსტიტუციაში ქორწინების განმარტებას ემხრობა

საქართველო, თბილისი - 15:07 | 06.07.2017
ნანახია: 1207

გამოკითხულთა 71.3% კონსტიტუციაში ქორწინების განმარტებას ემხრობა. საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებები სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა შეისწავლა. 

კვლევისას რესპოდენტებს კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრის შესახებ ჰკითხეს.

გამოკითხულთა 71.3%, ტრადიციის განმტკიცების მოტივით, მიზანშეწონილად მიიჩნევს კონსტიტუაციაში ქორწინების განსაზღვრების ჩაწერას, რომ ეს არის ქალსა და მამაკაცს შორის ნებაყოფლობითი კავშირი, ოჯახის შექმნის მიზნით.

რესპოდენტების 26.3%-ის აზრით კი, კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის გაკეთების აუცილებლობას ვერ ხედავს, იმიტომ რომ ქორწინების შინაარსი სამოქალაქო კოდექსით უკვე განსაზღვრულია. 

კვლევის ავტორების თქმით, აღნიშნული პოზიცია თბილისთან შედარებით რეგიონებში უფრო ძლიერადაა გამოხატული.

კვლევის მეთოდად გამოყენებულია რაოდენობრივი კვლევა. კვლევა საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს 1500-მდე სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე