საქართველოში ძლიერი ნალექი და სეტყვაა მოსალოდნელი

საქართველო, თბილისი - 14:31 | 06.07.2017
ნანახია: 1757

სინოპტიკოსების ცნობით,  შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ჰაერის ცივი მასები გავრცელდა, რამაც ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი და ნალექები გამოიწვია. 

8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო გრილი ამინდი შენარჩუნდება, მოსალოდნელია ნალექი , ზოგან ძლიერი, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე