ავარია გორი-თბილისის ავტომაგისტრალზე - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 13:26 | 06.07.2017
ნანახია: 1205

გორი-თბილისის ავტომაგისტრალზე, სოფელ შავშვებთან მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა მიკროავტობუსს, რომელსაც მგზავრები გადაყავდა.  

შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. 

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მიკროავტობუსის 2 მგზავრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე