თბილისის ზღვაში ავტომობილი ჩავარდა - დაღუპულია 2 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 12:24 | 06.07.2017
ნანახია: 1144

ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. "ოპელის" მარკის ავტომობილი თბილისის ზღვაში წუხელ ჩავარდა. 

გარდაცვლილთაგან ერთი რუსეთის მოქალაქე, 55 წლის აბდულა ვაგაპოვია, ის ჩეჩნეთიდან მეგობართან ერთად ჩამოვიდა და ტაქსით გადაადგილდებოდა თბილისის ზღვაზე. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და თბილისის ზღვის წყალსაცავში გადავარდა.

სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ამ დროისთვის ავტომობილი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე