მაკა ჩიჩუამ სასახლეში ქალთა საფეხბურთო კლუბს "თბილისის თბილისი" უმასპინძლა

საქართველო, თბილისი - 11:33 | 06.07.2017
ნანახია: 1037

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში ქალთა საფეხბურთო კლუბს "თბილისის თბილისი" უმასპინძლა.

ქალთა კლუბის 19-წლამდე წევრები საქართველოს ქალთა მიმდინარე ჩემპიონატში მონაწილეობენ და ამჟმად პირველ ადგილს იკავებენ.

სპორტსმენებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს, მაკა ჩიჩუას საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სპორტული ასპარეზობებთან დაკავშირებით ესაუბრნენ.

როგორც კლუბის ხელმძღვანელმა მაკა ჩიჩუასთან შეხვედრისას აღნიშნა, საქართველო 2020 წელს 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის უმასპინძლებს.

შეხვედრის დასასრულს სპოტსმენმა გოგონებმა პირველ ლედის სახელობითი მაისური უსახსოვრეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე