პირველკლასელები, რომლებიც კერძო სკოლებში მივიდნენ, საჯარო სკოლაში გადასვლას ვერ შეძლებენ

საქართველო, თბილისი - 12:01 | 23.09.2015
ნანახია: 2034

პირველკლასელები, რომლებიც კერძო სკოლებში მივიდნენ, საჯარო სკოლაში გადასვლას ვერ შეძლებენ, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

მისივე თქმით, მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.

„ჩვენ გვინდა, ხელი შევუშლოთ მექანიკური და ხელოვნური ნაკადების გადმოდინებას კერძო სკოლებიდან საჯარო სკოლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მშობელმა გადაწყვიტა, ბავშვი მიიყვანოს კერძო სკოლაში და მეორე, მესამე დღეს გადაწყვიტა გადაიყვანოს საჯარო სკოლაში, რადგან მან გვიან დაიწყო სწავლა ჩვენი სწავლის დაწყებამდე, ბავშვს ექვსი წელი არ უსრულდებოდა, ის აზიანებს კერძო სექტორს. სკოლას დაგეგმილი აქვს რესურსი, პედაგოგის, მისი ანაზღაურება, საათობრივი ფასი. ამიტომ ასეთ ხელოვნური ნაკადების გადმოდინება არ იქნება სასურველი, არც კერძო და არც საჯარო სექტორისთვის“, - განაცხადა სანიკიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე