რამდენიმე ბარიდან გადასამოწმებლად 71 ქართველი და 20 უცხოელი სექსმუშაკი ქალი გადაიყვანეს - შსს

საქართველო, თბილისი - 18:45 | 05.07.2017
ნანახია: 1948

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირის მიმდებარე რამდენიმე ბარიდან გადასამოწმებლად 71 ქართველი და 20 უცხოელი სექსმუშაკი ქალი გადაიყვანეს. 

„​პროსტიტუციისა და სხვა დანაშაულების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, შს სამინისტრომ განახორციელა რიგი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, 2017 წლის 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ჩატარებული პრევენციული მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ბარიდან პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადამოწმებისა და პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით მიიყვანეს: 71 ქართველი და 20 უცხოელი სექსმუშაკი ქალი (სულ - 91 პირი); ასევე, 56 მამაკაცი, მათ შორის, 15 - ქართველი და 41 უცხოეთის მოქალაქე. 

მიმდინარე წლის 30 ივნისს, ამავე ღონისძიების დროს, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლის (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც წარდგენილნი არიან სასამართლოში. აღნიშნული პრევენციული ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება“, - აცხადებენ შსს-ში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე