ინდოელი ბიზნესმენი საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველო, თბილისი - 18:28 | 05.07.2017
ნანახია: 1019

ინდოელი ბიზნესმენი, აკბარ ქუშერი საქართველოში ისევ არ შემოუშვეს.

აკბარ ქუშერისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შესახებ უარს და სასაზღვრო კონტროლის გავლის პროცედურას, ამჯერად სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაესწრო.

არსებული ინფორმაციით, მას არც ამჯერად უკონკრეტებენ მიზეზს, რატომ არ უშვებენ საქართველოს საზღვარზე.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი გამშვები პუნქტის წარმომადგენლებს ხვდება.

ბიზნესმენი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უკვე მეორედ ისევ საზღვრიდან გააბრუნეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე