ძლიერი ქარის გამო, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

საქართველო, თბილისი - 17:27 | 05.07.2017
ნანახია: 1007

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა დროებით მგზავრებს ვერ მოემსახურება, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს ძლიერი ქარის გამო ვერ მოემსახურება.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ ძლიერი ქარის გამო რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. დამატებითი ინფორმაცია საბაგირო გზის გახსნის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ სატრანსპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე 293444", - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე